28 ოქტ. 2026
ექსპოჯორჯია

Ved House-ის გუნდი დაესწრო ExpoGeorgia-ში მიმდინარე უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებაზე გავეცანით ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს, შევხვდით დეველოპერებსა და სფეროს წარმომადგენლებს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და დავამყარეთ ახალი პროფესიული კავშირები.
🏅 ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადმოცემა.
ასოციაციის წევრობა Ved House-ის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამავდროულად, დამატებითი პასუხისმგებლობა — მუდმივად ვიზრუნოთ მომსახურების ხარისხზე, პროფესიულ სტანდარტებსა და პარტნიორების ნდობაზე.
მადლობას ვუხდით @gnare.ge ნდობისთვის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
💙 Ved House — ვვითარდებით, რათა მეტი შესაძლებლობა შევქმნათ.
