VedHouse · Network
ჩვენი პარტნიორები
სანდო დეველოპერები, არქიტექტორები და ბრენდები, რომლებთან ერთად ვმუშაობთ.



Archi • არქი
არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა. გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. კომპანიის მოგების 5% გარემოზე ზრუნვას, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ხმარდება. ენერგოეფექტურ და არქელების კომფორტზე მორგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად აღსანიშნავია არქის აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს და ინვესტიციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. ✔️პროექტი თბილისის ყველა უბანში; ✔️ 1 238 468 კვ.მ მიმდინარე მშენებლობა; ✔️ 31 მიმდინარე პროექტი; ✔️ 1 568 653 კვ.მ.დასრულებული მშენებლობა; ✔️ 55 დასრულებული პროექტი. სამშენებლო მასალები: არქის ყველა პროექტის მშენებლობა გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით მიმდინარეობს. Ytong მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში და 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდადაც დასახელდა. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკი 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას. შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება და მცირდება კომუნალური ხარჯები. Ytong-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებისგან მზადდება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა. ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი ხანძარს 4 საათის განმავლობაში უძლებს. Ytong-ის ბლოკი მსუბუქია და კონსტრუქციაზე დაწოლას ამცირებს, ეს კი სეისმური აქტივობის დროს უსაფრთხოებას განაპირობებს. არქი მშენებლობებში გერმანული ბრენდის HeidelbergCement-ის ბეტონს იყენებს. კომპანია 150 წლის წინ შეიქმნა, ხოლო ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი შენობის სიმყარის გარანტიაა - კომპანია მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. ბეტონი იწარმოება ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, მუდმივად მოწმდება პროდუქციის ხარისხი, რათა აკმაყოფილებდეს საერთაშირისო სტანდარტებს. ფუნდერმაქსი არქი ფასადების მოსაპირკეთებლად მსოფლიოში ლიდერი, ავსტრიული ბრენდის Fundermax-ის უმაღლესი ხარისხის Hpl პანელებს იყენებს. კომპანია 1890 წელს დაარსდა და პროდუქციის წარმოებისას ყოველთვის იყენებდა ბუნებრივ ნედლეულს, ამ ტრადიციას არც ახლა ღალატობს. ფუნდერმაქსის პანელები თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება, არ ზიანდება, უძლებს ნებისმიერ ამინდს და ტემპერატურას. კაპაროლი არქი ფასადების მოსაპირკეთებლად გერმანული ბრენდის Caparol-ის მასალებს იყენებს. კომპანია 1895 წელს დაარსდა და ინოვატორის სახელი დაიმკვიდრა, რომელსაც დღესაც ინარჩუნებს. კაპაროლის საღებავი, ბათქაში და სხვა კომპონენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ძალიან გამძლეა და უძლებს კლიმატურ ცვლილებებს. კონეს ლიფტები არქი პროექტებში უმაღლესი ხარისხის ლიფტებს ამონტაჟებს. ერთ-ერთი მათგანია ფინური ბრენდი KONE, რომელიც 1910 წელს დაარსდა და მსოფლიო აღიარება ინოვაციური ლიფტებით მოიპოვა. კონეს ლიფტებს მთელ მსოფლიოში ენდობიან, რადგან უსაფრთხოა და მყარი კონსტრუქციით, საუკეთესო მუხრუჭებით და ოპტიმიზირებული ამძრავი სისტემით გამოირჩევა. ალუკაბონდი არქი ფასადების მოსაპირკეთებლად შვეიცარიული ბრენდის Alucobond-ის მასალას იყენებს. ალუკაბონდი 1969 წელს დაარსდა, სწრაფად დაიმკვიდრა ადგილობრივ ბაზარზე სანდო კომპანიის სახელი და შემდეგ გლობალურ ბრენდად იქცა. დღესდღეობით მის წარმოებულ უმაღლესი ხარისხსის პანელებს წამყვანი ბრენდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ვინერბერგერის აგური არქი ფასადის მოსაპირკეთებლად ავსტრიული ბრენდის Wienerberger-ის აგურს იყენებს. ვინერბერგერის აგურის პირველი ქარხანა 1819 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდ ქარხნად იქცა. დღეს კი ვინერბერგერი აგურის წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა. იგი აწარმოებს მდგრად და ვიზუალურად გამორჩეულ აგურს, რომელიც არ კარგავს ფერს და ფორმას.


In Haus Vera • ინ ჰაუს ვერა
Inhaus VERA, პრემიუმ კლასის ბუტიკ-საცხოვრებელი კომპლექსია. კომპლექსი გვთავაზობს სიმშვიდისა და ურბანული კომფორტის უნიკალურ სინთეზს: ერთის მხრივ ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონასთან – მთაწმინდის პარკთან სიახლოვე, რომლის პანორამული ხედებიც თითოეული აპარტამენტიდან იშლება, ხოლო მეორე მხრივ სულ რაღაც 50 მეტრით დაშორება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან და საზოგადოებრივი დაწესებულებებიდან. ადგილმდებარეობა: Inhaus VERA მხოლოდ 800 მეტრითაა დაშორებული ყველასათვის ცნობილი თბილისის ფილარმონიის დარბაზიდან, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს და ასევე ხშირად მსოფლიო არტისტებიც სტუმრობენ. რუსთაველის მეტროსადგური და რუსთაველის გამზირი, სადაც მრავლადაა კაფე- რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, სულ რაღაც 700 მეტრითაა დაშორებული, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და კომერციულ ცენტრებთან ხელსაყრელ წვდომას. პანორამული ხედები მაცხოვრებლებს შეუძლიათ დატკბნენ თბილისის ბუნების თვალწარმტაცი პანორამული ხედებით როგორც გამწვანებულ მთაწმინდის პარკსა და ფუნიკულიორზე, ასევე ძველი თბილისის მომხიბვლელ ისტორიულ ქუჩებზე. ელეგანტური დიზაინი და კომფორტი კომპლექსს აქვს განსაკუთრებული დიზაინის მქონე ბინების ოთხი სართული. მიწისქვეშა სართულზე მდებარეობს პარკინგი. პირველ სართულზე განთავსებულია ოთხი აპარტამენტი, თითოეულს აქვს ინდივიდუალური შემოსაზღვრული გამწვანებული ეზო მოსასვენებელი სივრცეებით. მეორე და მესამე სართულები გთავაზობთ დამატებით კომფორტულ აპარტამენტებს კეთილმოწყობილი აივნებით, ხოლო მეოთხე – ბოლო სართული გამოირჩევა მდიდრული გამწვანებული ტერასებით, რაც ქმნის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს. არქიტექტურული ბრწყინვალება მაღალი ხარისხის მასალებით აგებული შენობის ფასადი აერთიანებს აგურის და ნაცრისფერი ხის პანელებს, რაც უზრუნველყოფს როგორც თბო და ხმის იზოლაციას, ასევე თანამედროვე ესთეტიკას. აივნები და ტერასები აღჭურვილია მინისა და ლითონის მოაჯირებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე დიზაინს ტრადიციულ ელემენტებთან. სახურავი აშენებულია უმაღლესი სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და საიმედოობას. საინვესტიციო შესაძლებლობა ვერა არის თბილისის ცენტრალური უბანი, რომელსაც დიდი მოწონება აქვს როგორც მაცხოვრებლების, ისე ვიზიტორების მიერ. Inhaus VERA-ში ინვესტიცია არა მხოლოდ უზრუნველყოფს კომფორტულ და ელეგანტურ საცხოვრებელ ადგილს, არამედ წარმოადგენს პერსპექტიულ ინვესტიციას, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქონების ღირებულების მოსალოდნელი ზრდით 40-60%-მდე. განიცადეთ ელეგანტურობის, კომფორტისა და საუკეთესო მდებარეობის შესანიშნავი კომბინაცია Inhaus VERA-ში და მოიწყეთ თქვენი ახალი საოცნებო სახლი თბილისის შუაგულში.